×

22 აპრილი, 2014

დავით ნარმანიამ თბილისის ქუჩები დაათვალიერა

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია დღეს ავლაბარსა და მეტროსადგურ "ვარკეთილის" მიმდებარე ქუჩებში არსებულ ვითარებას გაეცნო. სანიაღვრე სისტემის გაუმართაობა და საავტომობილო გზებზე ასფალტის საფარის არარსებობა, ავტომანქანით გადაადგილებას განსაკუთრებით წვიმის დროს აფერხებს. დავით ნარმანიას განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მისი უპირველესი ამოცანა ქალაქში მიწისქვეშა კომუნიკაციების, სანიაღვრე არხების მოწესრიგება და გზებზე ასფალტის საფარის დაგება იქნება. „თითქმის მთელ ქალაქში ასეთი პრობლემებია. განსაკუთრებით წვიმის დროს რთულდება გადაადგილება. ბევრი სახლია, სადაც, სანიაღვრე სისტემის გაუმართაობის გამო, წყალი შედის. სადაც მოხსნილია დაზიანებული გზის საფარი“- აცხადებს ნარმანია. მისივე თქმით, მერია ვალდებულია, გზის საფარი, მოხსნიდან 24 საათში დააგოს.