13 ივლისი, 2020
ეკატერინე ტიკარაძის ინტერვიუ Fair-Economics-თან: მთავარი სტრატეგია, რომელმაც ხელი შეუშალა ვირუსის გავრცელებას საქართველოში, იყო იზოლაცია და მკაცრი პროტოკოლი
საქართველომ დროულად და სწორად შეაფასა ვირუსთან დაკავშირებული რისკები და გამოიყენა ყველა ის მექანიზმი, რომელიც არ დაუშვებდა ვირუსის გავრცელებას მთელს ქვეყანაში - გამოცემა fair-economics-ს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ესაუბრა.
მისი თქმით, მთავარი სტრატეგია, რომელმაც ხელი შეუშალა ვირუსის გავრცელებას საქართველოში, იყო იზოლაცია და მკაცრი პროტოკოლი ყველა იდენტიფიცირებულ და საეჭვო შემთხვევაში.
როგორც მინისტრი გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნავს, აქტიური დაცვითი ზომები არ ნიშნავს იმას, რომ ნაკლები ნდობაა ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობების მიმართ.
„წინა პლანზე წამოვწიეთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, მივიღეთ მკაცრი საკარანტინო ზომები, რამაც ზიანი მიაყენა ეკონომიკურ სექტორს, მაგრამ მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად ამ ნაბიჯს გამართლებულად მივიჩნევთ“, - ეკატერინე ტიკარაძე.