30 აპრილი, 2020
„გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“ - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რაიონულ ორგანიზაციებსა და მუნიციპალიტეტებში სისხლის უანგარო დონაცია გრძელდება.
ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პირველივე დღიდან შეუერთდა. უანგარო დონაციის აქციის ფარგლებში სისხლი უკვე გაიღო 900-მდე ადამიანმა.
სისხლის უანგარო დონაციის აქციები გაიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის, ზუგდიდის, აბაშის, მცხეთის, ქარელის, ხაშურის, კასპის, გორის, დუშეთის, ბორჯომის, ხარაგაულის, თერჯოლის, ყვარლის, ლაგოდეხის, დედოფისწყაროს, თელავის, ახალციხის, ადიგენის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ასპინძის რაიონულ ორგანიზაციებში.
აქციის ფარგლებში სისხლი გაიღეს მხარის გუბერნატორებმა, მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა და თანამშრომლებმა, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციების წევრებმა, აქტივისტებმა და მოხალისეებმა.