×
×

21 მაისი, 2014

შეხვედრები ნაძალადევის რაიონში

კოალიცია „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია ნაძალადევის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს დავით ნარმანიამ სანზონის მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა კოლელიშვილი წარუდგინა და პროპორციული სიიდან კანდიდატები გააცნო. შეხვედრაზე გზის, სახურავების, სადარბაზოებისა და ეზოების კეთილმოწყობის პრობლემებზე ისაუბრეს. დავით ნარმანიას თქმით, მერიისა და საკრებულოს ურთიერთთანამშრომლობით დედაქალაქში ცხოვრება თბილისელებისთვის უფრო კომფორტული გახდება.