21 მაისი, 2014
საქართველოს დელეგაციამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტი ჰარვარდის კლუბის წევრებთან შეხვედრით დაიწყო. ვესტერლოს სასახლეში საქართველოს დელეგაციას პრინცმა მეროდემ უმასპინძლა. შეხვედრას ბიზნესსექტორის 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ვესტერლოს სასახლეში მიღებაზე იმყოფებოდა პრინცი ხუან ბაგრატიონი მეუღლესთან ერთად. ირაკლი ღარიბაშვილმა ვესტერლოს სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პრინც მეროდეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.