×

20 ივლისი, 2019

შეხვედრა ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან

ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურ თორნიკე რიჟვაძესთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების სოფლებში მოსახლეობას შეხვდა.

ივანე მაჭავარიანი: „ჩემი მთავარი მიზანია, ბიუჯეტის დაგეგმარებისას გავიგო, რასაც ფურცელზე მიგზავნიან და რასაც ხალხი ლაპარაკობს, ხომ არ არის მათ შორის შეუსაბამობა“.

თორნიკე რიჟავაძე: „აუცილებელია მოსახლეობასთან კომუნიკაციის პროცესი კვლავ გაგრძელდეს. დღეს ჩვენ მიმოვიხილეთ ის კონკრეტული პრობლემები, რომელიც აწუხებს ორივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და რაც ჩვენ მიერ იქნება გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას“

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.