21 მაისი, 2014
კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ თბილისის ძველ უბანში ავარიული შენობები დაათვალიერა. დავით ნარმანია კალაუბანს „ტფილისი ჰამქრის“ წარმომადგენელთან ერთად ესტუმრა და მოსახლეობის პრობლემები მოისმინა. როგორც დედაქალაქის მერობის კანდიდატმა აღნიშნა, აუცილებელია ამორტიზებული შენობების განახლება, ისე, რომ შენარჩუნდეს კულტურული მემკვიდრეობა და უძველეს შენობებს არ დაეკარგოს ისტორიული იერსახე. როგორც დავით ნარმანია მოსახლეობას დაპირდა, მერად არჩევის შემთხვევაში მოხდება ისტორიული შენობების პასპორტიზაცია და მათი შესწავლისა და ინვესტორთან მოლაპარაკებების შემდეგ, თბილისის ძველი უბანის რესტავრაცია ეტაპობრივად მოხდება.