21 მაისი, 2014
კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გულიკო ზუმბაძესთან ერთად დავით ნარმანია დღეს ვარკეთილის მეურნეობას, ორხევსა და აეროპორტის დასახლებას სტუმრობდა. დავით ნარმანიამ მოსახლეობას საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო და ადგილობრივი პრობლემების მოგვარების გზებზე ისაუბრა. ტრანსპორტის სიმცირე, დაზიანებული გზები, მოუწესრიგებელი სანიაღვრე სისტემა, მოსახლეობას წლების განმავლობაში უქმნის პრობლემებს.