19 მაისი, 2019
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, ამომრჩევლის ნორმალური აქტივობაა. საარჩევნო უბნებზე გარკვეული დარღვევები შეინიშნება, თუმცა მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რაიმე განსაკუთრებულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ხმის მიცემის პროცესი საერთო ჯამში, მშვიდ, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს.
სამწუხაროდ, ამ დროისთვის ადგილი ჰქონდა გარკვეული სახის პროვოკაციების მცდელობებსაც, თუმცა ყველა შესაბამისი სამსახური არის მობილიზებული საიმისოდ ორიენტირებული, რომ ყველაფერი იყოს მშვიდ გარემოში.
ამისათვის მინდა სამართალდამცავ ორგანოებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, რომლებიც არიან მოწოდების სიმაღლეზე უზრუნველყოფენ სიმშვიდეს საარჩევნო უბნებთან.
მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ნებისმიერ უკანონო მოქმედებას, შესაბამისი სამსახურების მხრიდან ექნება მყისიერი და უმკაცრესი რეაგირება.
ამავდროულად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მაქსიმალური ყურადღება მიაპყრონ ზუგდიდისკენ, რადგანაც ნათლად ჩანს, რომ როგორც განვლილი პერიოდის მანძილზე, ისე დღესაც, რიგი ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ ზუგდიდში დაძაბულობის ცენტრი შექმნან.
თქვენ ნახეთ აუდიო ჩანაწერიც, სადაც კარგად ჩანს, რომ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები ეგრედწოდებულ ადუღებაზე და დესტაბილიზაციაზე საუბრობენ.
ეს გასაგებია, რომ მათი მიზანი არის ეს ჩანდა წინა პერიოდშიც, მაგრამ ჩვენ ამის უფლებას არავის მივცემთ. ამიტომ , სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ჩვენს საერთაშორისო დამკვირვებლებს, ვთხოვთ რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრონ ზუგდიდს.
მოვუწოდებ ასევე ჩვენს აქტივს, არავის მისცენ საშუალება დისონანსი შეიტანონ პროცესში.
მოვუწოდებ ჩვენს აქტივს, არავის მისცენ საშუალება დისონანსი შეიტანოს პროცესში. ჩვენი აქტივისტები სწორად და კარგად არიან მობილიზებულნი, მაგრამ დამატებით მოვუწოდებ, რომ იმ პროვოკაციებს, რომლებსაც ადგილი აქვს სხვადასხვა უბნებზე არ წამოეგონ, ეს არის მათი ვალდებულება და ეს უნდა შეასრულონ.
გარკვეული პროვოკაციული ფონი შეინიშნება მარნეულშიც ევროპული საქართველოს მხრიდან, ისინი ხელოვნურად ცდილობენ დაძაბონ სიტუაცია, თუმცა იქაც ყველაფერი ჯერჯერობით მშვიდად არის ჩვენი აქტივისტების და წარმომადგენლების მეშვეობით, ამისათვის მათ დიდი მადლობა.
რაც შეეხება სიებს, მთელი დღის განმავლობაში თქვენ ნახეთ, რომ ნაც მოძრაობის წარმომადგენლების მედია საშუალება იქნება ეს თუ სხვა წარმომადგენლების მხრიდან, მიზანმიმართულ პროვოკაციულ მოქმედებებს აქვს ადგილი.
მათ ვერ ნახეს მოსყიდვის რეალური ვერანაირი ფაქტი და შემდეგ ჯილდოც კი დააწესეს საიმისოდ, რომ ვიღაცას დაებრალებინა მოსყიდვა მეორე ადამიანისათვის ან რომელიმე ორგანიზაციისათვის.
თქვენ ნახეთ ასევე ის, რომ რეალური დარღვევა როგორც კი ვერ იპოვეს, რეალური დარღვევა ხაზს ვუსვამ, მათ მიმართეს მეთოდს რომ საზოგადოება მოატყუონ თითქოს ამ საარჩევნო სიებთან დაკავშირებით რაღაც პრობლემას აქვს ადგილი.
მე მინდა მივუთითო კონკრეტული მუხლი, როგორც ვიცი ცესკომაც გააკეთა ამასთან დაკავშირებით ბრიფინგი , მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არანაირი დარღვევა აქ არ არის , პირიქით, ყველა საარჩევნო სუბიექტს , საარჩევნო კოდექსის 31 მუხლის მეშვიდე და მეშვიდე პრიმა პუნქტების საფუძველზე უფლება აქვს გამოითხოვოს ელექტრონული ვერსია და ისარგებლოს ამ ვერსიით.
აქედან გამომდინარე, დარღვევას აქ ადგილი არა აქვს, ეს არის ჩვეულებრივი სიები და მეც მინდა საილუსტრაციოდ გაჩვენოთ, სადაც პირადი მონაცემები არ არის მითითებული და ყველა ჩვენს წარმომადგენელს, საარჩევნო უბნებთან რომლებიც არიან წარმოდგენილი აქვთ უფლება ისარგებლონ ამ სიებით.
ამაში უკანონო არაფერია და იმის გადასაფარად, რომ სხვა არაფერი ხდება თითქოს ეს არის ცუდი, ამას ნუ იზამენ, მათ შორის მოგიწოდებთ ჟურნალისტებსაც გაავრცელოთ მაქსიმალურად ეს ინფორმაცია იქიდან გამომდინარე, რომ უკანონობის წარმოჩენას ცდილობენ, იმას რაც არის აბსოლუტურად კანონიერი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამასაც, რომ საარჩევნო კოდექსში წაიკითხონ ყურადღებით ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა განშტოების წარმომადგენლებმა 31 მუხლის მეშვიდე და 31-ე მუხლის მეშვიდე პრიმა პუნქტი.
მინდა საზოგადოებას, ჩვენს მოქალაქეებს კიდევ უფრო მეტი აქტიურობისკენ მოვუწოდო, საარჩევნო უბნებზე მისვლისა და სასურველი კანდიდატისთვის მხარდაჭერისკენ მოვუწოდო. არჩევნებზე მაღალი აქტივობის ჩვენება პირველივე ტურში გამარჯვებისთვის.