×
×

19 მაისი, 2019

მამუკა მდინარაძის ბრიფინგი

ამ წუთის მდგომარეობით, ვხედავთ, რომ, საერთო ჯამში, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მინდა, ამისთვის მადლობა გადავუხადო თითოეულ დამკვირვებელს, არასმთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო დამკვირვებლებს და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სამართალდამცავებს, რომლებიც მიუხედავად ბევრ უბანზე დაგეგმილი პროვოკაციისა, რაც ნათლად ჩანს, კარგად ართმევენ თავს მოვალეობას და დროულად აღკვეთეს ყველა პროვოკაციული მოქმედება, რაც ჩვენი მოწინააღმდეგეების მხრიდან იყო ინსპირირებული.

 

ამომრჩევლებს მოვუწოდებთ, კიდევ მეტი აქტიურობა გამოიჩინონ. უფრო მაღალი აქტიურობის შემთხვევაში, არის დიდი შანსი, ყველა ოლქში, რომ არჩევნები პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატების გამარჯვებით დასრულდეს.

 

კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, გვაქვს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების დიდი გამოცდილება და დღევანდელი დღეც ამას დაადასტურებს.

 

ჩვენმა ოპონენტებმა ყველაფერი სცადეს, დაწყებული ე.წ. ჯილდოების დაწესებიდან, რომელიც დაბრალებისთვის იყო პრაქტიკულად, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად გაიგო და აღიქვა, ისე გაგრძელებული სხვადასხვა სპეკულაციებით, სხვადასხვა დაბრალებებით და ასევე, გაგრძელებული სიების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით.

 

ეს იყო აბსოლუტურად არალეგიტიმურად გავრცელება ინფორმაციის, კიდევ უფრო სწორად, არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რადგან ჩვენს კოორდინატორებს, ჩვენს წარმომადგენლებს ჰქონდათ ყველა მონაცემი, გარდა პირადი მონაცემისა.

 

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საარჩევნო დღე დამთავრდეს რეალურად ისე, რომ დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ იყოს და არანაირი კითხვის ნიშანი არ დაისვას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, მათი აქტიურობა არის გადამწყვეტი იმისათვის, რომ არჩევნები პირველივე ტურში ჩვენი კანდიდატების გამარჯვებით დამთავრდეს და პირველივე ტურში ვიზეიმოთ გამარჯვება დღეს, 20:00 საათის შემდეგ.