×

15 მაისი, 2019

თამარ ჩუგოშვილის ბრიფინგი

„გუშინდელ დღემდე, საარჩევნო  პროცესი, ძირითადად,  მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. გუშინ ცხადი გახდა,  რომ დაძაბულობის ცენტრი, სავარაუდოდ, ზუგდიდი გახდება . გუშინ ვიხილეთ აჟიოტაჟი საარჩევნო კომისიასთან.
 

ამ პროცესის ნაწილია, ასევე, ოპოზიციის განცხადება, რომ ქალაქ ზუგდიდში, სხვადასხვა რეგიონიდან  5000 აქტივისტის მობილიზება ხდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ვითარების ესკალაცია  სწორედ ამ ადგილას იგეგმება.
 

ჩვენთვის ეს დასტურია იმისა, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატს ზუგდიდში აქვს ძლიერი პოზიციები და არჩევნებში იმარჯვებს, ხოლო ოპოზიციის კანდიდატი მარცხდება. ამიტომ, ვხედავთ მცდელობას, სტაბილური საარჩევნო პროცესი  დაძაბულობაში გადაიზარდოს.
 

ნებისმიერ კანონდარღვევას, ძალადობასა და პროვოკაციას, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს ადგილი, სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი, კანონისმიერი რეაგირება მოჰყვება“, - თამარ ჩუგოშვილი.