16 აპრილი, 2019
IUSY-ის შავი ზღვის კომიტეტის კონფერენცია ერთიანი რეზოლუციის მიღებით დასრულდა. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის გიორგი ჩაკვეტაძის ინიციატივით რეზოლუციაში სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ასახულია ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ არსებული გამოწვევები.
ყველაზე დიდი ახალგაზრდული პოლიტიკური გაერთიანება მიესალმება საქართველოს პროგრესს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში. ასევე, გმობს საოკუპაციო რეჟიმის ქმედებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში და ახლოს მდებარე დასახლებებში.
აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია მსგავსი ტიპის საერთაშორისო კონფერენციებს პირველად მასპინძლობს. 5 დღიანი სამუშაო ვიზიტის შემდეგ დღეს შავი ზღვის კომიტეტის დახურვის ღონისძიება გაიმართა, სადაც საერთაშორისო დელეგატებთან ერთად ადგილობრივმა ახალგაზრდებმა ,,ღირსეული შრომის პირობების'' შესახებაც იმსჯელეს.