21 აპრილი, 2014
კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან ერთად მივიდა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. "დღეს მოვედით აქ, რათა გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ იმ გმირებს, რომლებმაც საქართველოს ერთიანობას შეწირეს თავი, რითაც კიდევ მეტი პასუხისმგებლობა დაგვაკისრეს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვის გზაზე. ჩვენ ჩვენს შვილებს უნდა მოვუყვეთ მათი გმირობის შესახებ“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერობის კანდიდატმა დაღუპულთა ოჯახებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა, დღეგრძელობა, სიმხნევე და გამძლეობა უსურვა.