×
×

21 მარტი, 2019

ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს, რუდოლფ მიხალკას შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

 

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს რუდოლფ მიხალკას და მის პოლიტიკურ მრჩეველს, პიეტრო გუასტამაკიას შეხვდა.

 

შეხვედრაზე საქართველოსა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს.

 

ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის პოლიტიკურ მდივნად დანიშვნა მიულოცა.

 

რუდოლფ მიხალკა 2014 – 2018 წლებში საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტს იკავებდა, 2018 წლის 1 სექტემბრიდან კი სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენელია.