18
მარტი,
2019
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთთანამშრომლობასა და ორი ქვეყნის საერთო ინტერესებზე ისაუბრეს. მხარეებმა სამომავლო გეგმებიც განიხილეს.
ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილს ახალ პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.