×

19 მაისი, 2014

შეხვედრა დიდუბის ბაზრის მოვაჭრეებთან

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია დღეს დიდუბის ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, მუშაობა შეუძლებელი ხდება, ბაზარს არ აქვს სახურავი, მიმდებარე ტერიტორიაზე მოსაწესრიგებელია გზა, რის გამოც, წვიმის დროს მომხმარებელი ვერ გადაადგილდება. მათივე თქმით, წლების განმავლობაში არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, დედაქალაქის მერია დიდუბის ბაზრის ადმინისტრაციას ტერიტორიის კეთილმოწყობის ნებას არ რთავდა. დავით ნარმანიამ მოვაჭრეებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო, დედაქალაქის მასშტაბით ბაზრების კეთილმოწყობის აუცილებლობაზე ესაუბრა და გამარჯვების შემთხვევაში პრობლემების მოგვარებას დაპირდა.