×

02 თებერვალი, 2019

უმრავლესობის სხდომა

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში გამართულ უმრავლესობის შეხვედრაზე, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უძღვებოდა, სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე, კერძოდ კი იმ პროცესზე და მარეგულირებელ ჩარჩოზე იმსჯელეს, რომლითაც პარლამენტში მოსამართლეების შერჩევა, წარდგენა და დამტკიცება უნდა მოხდეს. 
უმრავლესობის წევრები შეთანხდნენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდება და პროცესი სამართლებრივი ჩარჩოების სრული დაცვით წარიმართება. 


სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხების გარდა, უმრავლესობამ იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის კანდიდატურაზეც იმსჯელა და მხარი ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას დაუჭირა. ამ პოზიციაზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე უყრის კენჭს. 


სხდომის მიმდინარეობისას საუბარი პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასაც შეეხო. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში უხელმძღვანელებს.