×
×

28 ნოემბერი, 2018

არის უპრეცედენტო აქტივობაა, რომელიც ბევრად აჭარბებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების აქტივობას

„არის აბსოლუტურად უპრეცედენტო აქტივობა, რომელიც ბევრად აჭარბებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების აქტივობას“ - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“  აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

 

„საარჩევნო პროცესი წარიმართება აბსოლუტურად მშვიდ გარემოში, უზრუნველყოფილია ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობით გაგრძელდება მუშაობა 20:00 საათის ჩათვლით და მის  შემდეგაც. მოვუწოდებ ნაცმოძრაობას, ნუ შეეცდებიან ხელოვნურად შექმნან აგრესიული ფონი ამ არჩევნების გარშემო, ყველაფერი წარიმართება მშვიდად, საარჩევნო პროცესში არ შეინიშნება არსებითი ხარვეზები რომელმაც შეიძლება საერთო ასახვა ჰპოვოს იმ სურათზე , რომელიც არის ჩამოყალიბებული  ქვეყანაში“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

 

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ რუსთავი-2-ის ეთერში კვლავ გრძელდება აგრესიის იმიტაცია. 

 

„ჩვენი პასუხისმგებლობა არის სამართლიანი, მშვიდი, თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფა არჩევნებისათვის და ამ პასუხისმგებლობით იქნა ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი ამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვისაც. აქტივობა არის ძალიან მაღალი, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა მოვუწოდოთ მხარდამჭერებს აქტიურობისკენ. მაღალი აქტივობის უზრუნველყოფა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა მაქსიმალურად ხმამაღალი პასუხი გავცეთ იმ სიცრუეს და ძალადობას, რასაც ახორციელებს ნაციონალური მოძრაობა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.