×
×

28 ნოემბერი, 2018

ირაკლი კობახიძე - ჩვენს აგიტატორებს სიები აბსოლუტურად კანონიერად აქვთ

„ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები ცდილობენ ჩვენს აქტივისტებს საარჩევნო სიები წაართვან. მე მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ეს სიები ჩვენს აგიტატორებს აქვთ აბსოლუტურად კანონიერად“ - განაცხადა ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“  აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
 

მისი თქმით, საარჩევნო სიები ფოტოსურათებით ყველა პოლიტიკური პარტიისთვის არის ხელმისაწვდომი. 
 

„ეს არის კანონმდებლობით გარანტირებული თითოეული საარჩევნო სუბიექტისთვის. ასეთი სიები აქვთ როგორც ჩვენს აგიტატორებს, ისე სხვა პოლიტიკური სუბიექტების აგიტატორებს.  ეს არის კანონით დაშვებული. მე არ ვიცი კიდევ ერთი ტყუილია თუ თავის მოტყუება რასაც ვხედავთ რუსთავი 2-ზე. ისინი მუდმივად ცდილობენ საკითხის ისე წარმოჩენას, თითქოს ვინმეს უკანონოდ აქვს ეს სიები.  მოვუწოდებთ ნაცმოძრაობის აქტივისტებს თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, რა თქმა უნდა პროვოკაციაა, თითოეული მცდელობა ჩვენს აქტივისტებს წაართვან საარჩევნო სიები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.