×

28 ნოემბერი, 2018

არჩევნების პროცესი მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს

არჩევნების პროცესი, საერთო ჯამში, მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ, სამწუხაროდ, დილიდან ადგილი აქვს პროვოკაციებს. ოპონენტთა აქტივისტების და ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ ჟურნალისტების მხრიდან ადგილი აქვს  დაძაბული ფონის წარმოჩენის მცდელობას.

 

გავრცელებული იქნა ინფორმაცია პოლიციის დანაყოფების გადაადგილების შესახებ. ამაზე შსს-მ ჯერ კიდევ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია და ბუნებრივია, რომ არჩევნების დღეს,  უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საპოლიციო ძალები გადანაწილებული იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით და პოლიცია გააგრძელებს გადაადგილებას დღის მანძილზე.

 

ამიტომ, ყველას (მათ შორის ჟურნალისტებს ) მოვუწოდებთ, ნუ შეეცდებიან საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლას და იმგვარად წარმოჩენას, თითქოს ჩამოთვლილ ქმედებებში რაიმე დარღვევის ნიშნებია!

 

მინდა, მივმართო „ქართული ოცნების“ აქტივს, იმუშავეთ მშვიდად, გეგმაზომიერად და ოპონენტების აგრესიას უპასუხეთ კანონისმიერი მეთოდებით!

 

ნებისმიერი სახის დარღვევის შემთხვევაში, შეადგინეთ შესაბამისი საჩივარი, ან დააფიქსირეთ შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში. 

 

მნიშვნელოვანია, საარჩევნო დღე წარიმართოს მშვიდად, ამომრჩევლებმა თავისუფალ გარემოში დააფიქსირონ ნება, შესაბამისად, არ მისცეთ არავის საშუალება, დისონანსი შეიტანოს პროცესში.