×

19 მაისი, 2014

შეხვედრა სოფელ ფონიჭალის მოსახლეობასთან

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ბექა ნაცვლიშვილთან ერთად სოფელ ფონიჭალის მოსახლეობას შეხვდა. სოფელს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, გაზიფიცირების, საბავშვო ბაღის, გარე განათების არქონა და დასუფთავების პრობლემა აწუხებს . დავით ნარმანია ფონიჭალელებს გაზიფიცირების საკითხის მოგვარებას პირდება.