18 მაისი, 2014
კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ ვაზისუბნის მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი აბუსერიძესთან ერთად გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა. სპორტული ინფრასტრუქტურის დეფიციტი, საბაგირო, დაბინძურებული გარემო, სკოლისა და საბავშვო ბაღების სიმცირე, ვაზისუბნის მოსახლეობას პრობლემებს უქმნის. თბილისის მერობის კანდიდატი მოსახლეობას პირდება, რომ გამარჯვების შემთხვევაში, აღნიშნულ პრობლემებს მოაგვარებს და კვირაში ერთ დღეს მოქალაქეთა მიღების დღედ დააწესებს.