16 მაისი, 2014
კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დავით ნარმანიამ დღეს ექსპერტებს წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინა და მომავალი სამოქმედო გეგმა გააცნო. „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბში“ გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო დედაქალაქში არსებულ ვითარებას. თბილისის მერობის კანდიდატმა პრობლემების მოგვარების გზებზე ისაუბრა და ექსპერტთა კლუბის წევრების რჩევები მოისმინა.