01 ოქტომბერი, 2018
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოში მედიისა და ბიზნესის მდგომარეობა განიხილა. მისი თქმით, დღეს ამ ორი სფეროს ზეწოლაზე საუბარი ღიმილის მომგვრელია.
„მედია რა დღეში იყო, პირდაპირი მნიშვნელობით, ტოტალურად იმართებოდა ერთი კაცისგან, დილიდან საღამომდე ტელევიზორთან იჯდა, ძირითადი პროფესია სააკაშვილის ეს იყო, პირდაპირი მნიშვნელობით მართავდა, თავის მოღვაწეობის 80%-ს ამას მოახმარდა. გახსოვთ გირგვლიანის და სხვა უდანაშაულო ახალგაზრდების მკვლელობები, ამასთან უნდათ იდენტური გახადონ ის დრამატული უბედურება, რაც სკოლაში განვითარდა, საზოგადოებისთვის იყო დიდი ტრავმა და დიდი სტრესი და ცდილობენ ამასაც, იმის ჩამდენი ხალხი, რასაც თვითონ აკეთებდნენ, ბავშვების ჩხუბი უნდათ რომ მიაბრალონ დღევანდელ მმართველ ძალას და იდენტური უნდათ გახადონ გირგვლიანის მკვლელობის. რაც შეეხება მედიაზე ზეწოლას და ბიზნესზე ზეწოლას, ეს საერთოდ ღიმილს იწვევს, ალბათ წუხანდელი გადაცემაც ნახეთ, რას ცდილობდა და სად წავიდა ეს კაცი, მართლაც შევხვდი მას ერთხელ და მართლაც დავეხმარეთ ჩვენ, ისევე როგორც ვეხმარებით ყველა ბიზნესს. მე ეს ვალდებულება დღესაც გამაჩნია, ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც მოდის ჩემამდე, ან მიდის პრემიერამდე, ან ხელისუფლების რომელიმე ნაწილთან, ყველას აქვს იგივე განცდა, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავეხმაროთ ბიზნესს და ხელი შევუწყოთ.
მაგრამ სხვა დანარჩენი გასაგებია, რომ ეს ღიმილისმომგვრელია მხოლოდ. ჩანაწერების ოსტატი ყოფილა ეს კაცი. ყველას და ყველაფერს იწერდა. რატომღაც, ეს ჩანაწერი არ აქვს და თუ ვინმეს გკითხავენ წუხანდელ გადაცემაზე, პირველი რაც უნდა უპასუხოთ, უპასუხეთ, რომ სადაა ჩანაწერები, ყველას იწერდნენ და გამოიტანოს ეს ჩანაწერებიც და გვაჩვენოს ამ საუბრის და შეხვედრის შესახებ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.