10 სექტემბერი, 2018
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგსა და მომდევნო სასესიო კვირაში, პლენარული სხდომების ფორმატში განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.
უმრავლესობასთან შეხვედრას პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრო.