×

08 აგვისტო, 2018

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა მუხათგერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და საფლავები ყვავილებით შეამკეს. 
 
„აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე გვინდა პატივი მივაგოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს.  ჩვენთვის მნიშვნელოვანია გაერთიაენებულ, მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება. კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრას ალტერნატივა არ აქვს“ - აცხადებენ ახალგაზრდები.