×

11 მაისი, 2018

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობამ პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა აირჩია

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მეხუთე ყრილობამ პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა აირჩია.

 

 

15 კაციანი პოლიტსაბჭო  ყრილობას პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ წარუდგინა.  დელეგატებმა განახლებული პოლიტსაბჭოს ერთხმად დაუჭირა მხარი. პოლიტსაბჭოს  წევრებად აირჩიეს:

 

 

  1. ბიძინა ივანიშვილი - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე
  2. გიორგი კვირიკაშვილი - პრემიერ-მინისტრი 
  3. კახა კალაძე - თბილისის მერი
  4. ირაკლი კობახიძე - პარლამენტის თავმჯდომარე
  5. თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
  6. გიორგი ვოლსკი - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
  7. ილია ნაკაშიძე - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
  8. არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
  9. მამუკა მდინარაძე - პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე
  10. დიმიტრი სამხარაძე - პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე  
  11. ირაკლი ტრიპოლსკი - პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე  
  12. ბიძინა გეგიძე - ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე  
  13. მაია ცქიტიშვილი - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;
  14. სოზარ სუბარი - ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
  15. დავით საგანელიძე - საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარე

 

 

ყრილობას პარტიის დელეგატები, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.