23 ოქტომბერი, 2017
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თბილისელ ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის. პარტიის წარმომადგენლები დღეს, 16:00 საათიდან, დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებენ, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქში არსებულ ქუჩებს, პარტიის მხარდამჭერი პლაკატებისგან გაათავისუფლებენ. დასუფთავების აქციაში პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას.