14 მაისი, 2014
კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია ვაკის რაიონის მოსახლეობას შეხვდა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიორგი მუსხელიშვილი წარადგინა. დავით ნარმანიამ მოსახლეობას საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო. „ვაკის რაიონს ძალიან ბევრი პრობლემა აწუხებს ისევე, როგორც ქალაქის სხვა რაიონებს, არის პრობლემები გამწვანებასთან დაკავშირებით. უმუშევრობა აქაც პრობლემურია, ისევე როგორც საცობები, აქედან გამომდინარე მოსახლეობას ვაცნობთ იმ პროგრამას, რომლის მოგვარებაც ჩვენ შეგვიძლია“ - განაცხადა ნარმანიამ. ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი მუსხელიშვილი კი ვაკის მოსახლეობას დაპირდა, რომ თითოეული მოქალაქის პრობლემას მყისიერი რეაქცია მოყვება.