14 აპრილი, 2014
თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა კოჰაბიტაციის რთულ პერიოდში ერთობლივად გატარებული აქტიური მუშაობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება როგორც დედაქალაქის მერიასთან, ისე სხვა სტრუქტურებთან. ნარმანიამ კომენტარი მის შემცვლელზეც გააკეთა და ელგუჯა ხოკრიშვილს წარმატება უსურვა.