13 მაისი, 2014
დავით ნარმანია მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში მივიდა. დღეს ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში პირველი წირვა აღევლინა. ტაძარში ივერიის ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი დააბრძანეს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ღვთისმშობლის პარაკლისს გადაიხადა.
მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი მეუღლეებთან ერთად.