×
×

12 მაისი, 2014

მორიგი შეხვედრა მხარდამჭერთა დარბაზში

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია დღეს მხარდამჭერთა დარბაზში მეცნიერებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე ესწრებოდა. დავით ნარმანიამ მათ ქალაქის განვითარების გეგმა გააცნო. თავის მხრივ მეცნიერებმა თბილისის მერობის კანდიდატისადმი მხარდაჭერა გამოხატეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.