×
×

12 მაისი, 2014

გორის მერობისა და შიდა ქართლის გამგებლების კანდიდატების წარდგენა

დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გორში
გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრას დაესწრო და ამომრჩეველს კოალიცია «ქართული ოცნების» გორის მერობისა და შიდა ქართლის გამგებლების კანდიდატები წარუდგინა.
კოალიცია "ქართული ოცნების" გორის მერობის კანდიდატი ზურაბ ჯირკველიშვილი იქნება. რაც შეხება გამგებლების კანდიდატურებს, ხაშურის რაიონში წარდგენილია გიორგი გურასპაშვილი, კასპში – გოჩა გოჩიტაშვილი, გორში – დავით ონიაშვილი, ქარელში – ზაზა გულიაშვილი.
"დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გავიმარჯვებთ. ეს არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო და დემოკრატიული, ისეთივე მშვიდი, როგორც წინა საპრეზიდენტო არჩევნები. მინდა მოგიწოდოთ, რომ ყველანი მოხვიდეთ არჩევნებზე»,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.