×
×

08 სექტემბერი, 2017

კახა კალაძე წერა-კითხვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

„თბილისი გაიმარჯვებს!“ - ამგვარი წარწერა დატოვა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დედაენის ბაღში მოწყობილ სახელდახელო დაფაზე.

 

მერობის კანდიდატი წერა-კითხვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ხელნაწერების გამოფენა და პოეზიის საღამო მოეწყო, რომელშიც ახალგაზრდა პოეტები მონაწილეობდნენ. ასევე, გაიმართა კონკურსი საუკეთესო კალიგრაფიის მქონე ახალგაზრდების გამოსავლენად.

 

როგორც პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩაკვეტაძემ აღნიშნა, დღევანდელი ღონისძიების მიზანი ახალგაზრდების წიგნიერების ამაღლება იყო. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია წერა-კითხვისა და წიგნიერების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ღონისძიებით ახალგაზრდებში მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ამ კუთხით არსებული ინტერესები გავაღრმავოთ. ღონისძიებამ ახალგაზრდების დიდი ინტერესი გამოიწვია“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ და ღონისძიების მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.