01 სექტემბერი, 2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განიხილეს და თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია დაამტკიცეს.
საუბარი ასევე, შეეხო წინასაარჩევნო პერიოდში, თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებს.