×

02 ივნისი, 2014

შეხვედრა მშენებლებთან

კოალიცია „ ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანია მხარდამჭერთა დარბაზში მშენებლებს შეხვდა. დავით ნარმანიას თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში, მერის ერთ-ერთი მოადგილე მშენებელი იქნება. შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი ავარიულ სახლებსა და ამ საკითხის მოგვარების გზებზე გაკეთდა. ასევე განიხილეს, როგორ უნდა განვითარდეს მშენებლობის მიმართულება თბილისში. სპეციალისტების თქმით, მათ შესწავლილი აქვთ 1200 შენობა და დავით ნარმანიას ამ დასკვნის საფუძველზე კონკრეტული რჩევებიც მისცეს.