×

26 ივლისი, 2017

კახა კალაძის განცხადება შრომითი უსაფრთხოების ზომებზე

პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ შრომითი უსაფრთხოების ზომები უნდა გამკაცრდეს. შესაბამისი ვიდეომიმართვა კახა კალაძემ სოციალური ქსელით გაავრცელა.

“სამწუხაროდ, გუშინ სამშენებლო ობიექტებზე ორი ადამიანი დაიღუპა -კოკა მიქიაშვილი და ნუკრი სალია. მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებსა და ნათესავებს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი სამშენებლო ობიექტებზე თანამედროვე სტანდარტების მიღმა არსებულ მდგომარეობას. უნდა ვიზრუნოთ თითოეული ჩვენი თანამოქალაქის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე. აუცილებლად უნდა დაინერგოს მშენებლობის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტები და რეგულაციები. ამ საკითხში ჩვენ ვიქნებით კატეგორიულები, ძალიან პრინციპულები, რათა ეს ყველაფერი მოვიყვანოთ აღსრულებაში, რაც პირდაპირ კავშირშია მშენებლობებზე მომუშავე ადამიანების უსაფრთხოებასთან, მათ ჯანმრთელობასთან. დასაქმებულთა უსაფრთხოება, მათი სიცოცხლის დაცვა უნდა იყოს ნებისმიერი ბიზნესის ამოსავალი წერტილი და უპირველესი ინტერესი,” - აცხადებს კახა კალაძე.