×

20 ივლისი, 2017

შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობასთან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, დღეს „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე პარლამენტის საგაზაფხულო სესიის შედეგები შეაჯამეს და საორგანიზაციო თემებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან პოლიტიკური დიალოგისა და კონსულტაციების საკითხებს.