×

01 ივლისი, 2017

პოლიტსაბჭოს სხდომა

პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს წარადგენს - გადაწყვეტილება პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე  ერთხმად მიიღეს.

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ სხდომაზე პარტიული საკითხები განიხილეს.  საუბარი შეეხო თბილისის განვითარების გეგმას და დედაქალაქში მიმდინარე და სამომავლო პროექტებს.

 

პრემიერ-მინისტრმა პოლიტსაბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე, რაც  საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთ დასტურად და ოფიციალური თეთრი სახლის მხრიდან საქართველოსადმი გამოხატულ დიდ მხარდაჭერად შეაფასა.