09 ოქტომბერი, 2016
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში. ყოველმა მეორე ამომრჩეველმა ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, რის საფუძველზეც ჩვენი ხელისუფლება მაღალი ლეგიტიმაციით განაგრძობს ჩვენი ქვეყნის მართვას.
არჩევნები ჩატარდა სამართლიან და მშვიდობიან გარემოში, რასაც ცხადყოფს საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მისიების შესაბამისი ანგარიშები და შეფასებები. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა მადლობა გადავუხადოთ ამომრჩეველს გამოხატული ნდობისთვის. აღვნიშნავთ, რომ ოცდასამმა კანდიდატმა, ჩვენმა მაჟორიტარობის კანდიდატმა, პირველივე ტურში მოიგო არჩევნები. კანდიდატების უმრავლესობას დააკლდა ხმების მხოლოდ მცირე რაოდენობა იმისათვის, რომ მოეპოვებინა პირველივე ტურში გამარჯვება.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მოვიგებთ ყველა არჩევნებს, ყველა მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურში. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ მოიპოვებს საკონტიტუციო უმრავლესობას საქართველოს პარლამენტში, რაზეც ჩვენ არჩევნებამდეც ვსაუბრობდით. უშედეგოდ დასრულდა ნაც.მოძრაობის უსუსური მცდელობა, რომ გამოეწვია ხელოვნურად დესტაბილიზაცია ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთხელ, არჩევნები ჩატარდა სამართლიან გარემოში, მშვიდობიან გარემოში და სწორედ ასეთ ვითარებაში გამოხატა ჩვენმა ამომრჩეველმა მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მიმართ. კიდევ ერთხელ მინდა ამისათვის მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს.