09 ოქტომბერი, 2016
როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ველოდებით ოფიციალურ შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან. სულ მალე წინასწარი შედეგები იქნება ხელმისაწვდომი, მაგრამ მანამდე ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ყოველმა მეორე ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა პარტია „ქართულ ოცნებას“, რისთვისაც, რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდით ჩვენს ამომრჩეველს. ასევე მნიშვნელოვანია მაჟორიტარი ოლქები.
ჩვენი მონაცემებით და წინასწარი მონაცემებით, რომელიც ხელმისაწვდომია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე, დაახლოებით ოცი მაჟორიტარული ოლქი პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო პირველივე ტურში. შესაძლოა მეტიც, ამის ზუსტი ციფრის თქმის შესაძლებლობა ჩვენ გვექნება მას შემდეგ, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისია სრულადდააჯამებს შედეგებს. რაც შეეხება იმ ოლქებს, სადაც გაიმართება მეორე ტური, ჩვენი კანდიდატები სერიოზულად ლიდერობენ. მათ აქვთ ორჯერ ან სამჯერ უფრო მეტი მხარდაჭერა მოქალაქეების, ვიდრე სიაში შემდგომ მომავალ კანდიდატებს, ვისთანაც მათ მოუწევთ კონკურენცია მეორე ტურის განმავლობაში.
აქვე გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ მეორე ტურების სიმრავლე უპირველეს ყოვლისა განპირობებულია იმ ძალიან მაღალი ბარიერით, რომელიც პარტია „ქართულმა ოცნებამ“ შემოიტანა წინა, ასევ თქვათ, მოქმედი პარლამენტის პირობებში და ეს ბარიერი, ძალიან მაღალი ბარიერი ემსახურებოდა მაღალი ლეგიტიმაციის მიცემას მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში მონაწილე პირებისთვის და არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი აზრით ზოგადად დემოკრატიული პროცესის ხელშეწყობის თვალსაზრისით. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ და მივესალმებით მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას. რაც შეეხება გუშინდელ დღეს, როგორც ყველასთვის ცნობილია, საქართველოს მასშტაბით, არჩევნები ჩატარდა უბნების სრულ უმრავლესობაზე, რამდენიმე გამონაკლისის გარდა.
არჩევნები ჩატარდა მშვიდ, სამართლიან გარემოში. იყო მხოლოდ რამდენიმე ინციდენტი დაახლოებით ოთხ, ხუთ საარჩევნო უბანთან დაკავშირებით. ჩვენი ინფორმაციით, გაუქმებულია ან გაბათილებულია მხოლოდ ორი საარჩევნო უბნის შედეგები. ასევე, რამდენიმე უბანზე ადგილი ჰქონდა გარკვეულ ინციდენტებს და ფიზიკურ დაპირისპირებას. გვინდა განსაკუთრებულად გამოვეხმაუროთ მარნეულში მომხდარ სრულიად მიუღებელ ფაქტს, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ ორგანიზებულმა ადამიანების ჯგუფმა შეტევა მიიტანეს საარჩევნო უბანზე, საფრთხე შეუქმნეს იქ მყოფ ადამიანებს, ჯანმრთლობის დაზიანება მიაყენეს პოლიციიის წარმომადგენლებს და მათი ქცევა შეიცავდა ძალიან სერიოზულ კრიმინალურ ნიშნებს. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტს ხელმძღვანელობდა და ეს პირდაპირ ეთერში კარგად ჩანდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი და ასევე აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ეს ინციდენტი გადაიცემოდა თითქმის უწყვეტად 3 საათის განმავლობაში და ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით გაჩენილიყო განცდა იმისა, რომ არჩევნები არის ძალადობრივი და არჩევნები არ არის მშვიდი და სამართლიანი, რაც, რა თქმა უნდა, არის არა პარტია „ქართული ოცნების“, არამედ ზოგადად ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული და გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ამ ქმედებას ვაფასებთ, ყოვლად მიუღებელი იყო ეს ინციდენტი, რომელიც მოხდა.
სამართალდამცავი ორგანოები გუშინ ეფექტურად მოქმედებდნენ და მათ შეძლეს იმ დაპირისპირების აღკვეთა, რომელსაც ადგილი ჰქონდა მარნეულში და დარწმუნებული ვართ, რომ მათ ქმედებას მოჰყვება გაგრძელება და დადგება შესაბამისი პირების პასუხისმგებლობა, ვინც გუშინდელი ინციდენტის ორგანიზებაში ან წარმართვაში იყო რაიმე ფორმით ჩართული. ასევე იყო რამდენიმე ინციდენტი სხვა საარჩევნო უბნებზე, .მათ შორის სამეგრელოში, არის ჯიხაშკარის ინციდენტი, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ გუშინ დაუყონებლივ მოვუწოდეთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ჩარეულიყვნენ და ასეც მოხდა. დაკავებულია ერთი პირი, რომელიც ეჭვმიტანილია უბანზე მყოფი პირების მიმართ გარკვეული ძალადობრივი ქმედების განხორციელებაში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დადგება ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, რომელიც რაიმე ფორმით ხელს უშლიდა გუშინდელ დღეს არჩევნების რამდენიმე უბანზე სამართლიანად წარმართვას და ჩატარებას. დღეს, დღის განმავლობაში საერთაშორისო დამკვირვებლები გააკეთებენ თავიანთ განცხადებებს და შეფასებებს გუშინდელი საპარლამენტო არჩევნების წარმართვასთან დაკავშირებით.
უკვე გამოქვეყნდა პარარელული დათვლის შედეგები და ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთი რამ, ოპოზიციის მიერ გუშინ განცხადებული და მთელი ღამის განმავლობაში ეს ცხადდებოდა და რამდენჯერმე იქნა გამეორებული, რომ გარკვეული ბოიკოტირება თუ დაუმორჩილებაცხადდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგების მიმართ , ჩვენ მიგვაჩნია რომ ასეთი მიდგომა მაშინ როდესაც ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ დღეს მოვისმენთ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ საქართველოში არჩევნები ჩატარდა უმეტესწილად მშვიდად და სამართლიანად და იმ რამდენიმე ინციდენტმა რომელიც წარიმართა ოთხ ხუთ უბანზე , ვერ იქონია გავლენა მთლიანად არჩევნების შედეგებზე ქვეყანაში, მიუხედავად ამისა გარკვეული ინსუაციები იმის გარშემო რომ არჩევნები გაყალბდა ან იმის თაობაზე რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს ვინმე არ დაემორჩილება არის გარკვეული ლეგიტიმური ჩარჩოდან გასვლის მცდელობა ამიტომ ჩვენ ეს სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია განსაკუთრებით მაშინ როცა პარარელური დათვლის შედეგები საკმაოდ ახლოსაა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებთან.