08
ოქტომბერი,
2016
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა:
„არჩევანი გავაკეთე ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. პირველი და მნიშვნელოვანი -თავისუფლება, რომელიც უნდა იყოს შენარჩუნებული, განმტკიცებული და ქვეყანაში არასდროს და ვერასდროს ვერ დაბრუნდება ძალადობა, ისეთი ხელისუფლება, რომელიც შელახავს ადამიანის ღირსებას.
ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მომავალს, განვითარებას, ისე რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა“,-განაცხადა კახა კალაძემ.