×

14 აპრილი, 2014

დავით ნარმანია საარჩევნო კამპანიას იწყებს

რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია მინისტრის რანგში დღეს მთავრობის ბოლო სხდომას დაესწრო. თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია საარჩევნო კამპანიას იწყებს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავით ნარმანიასკოალიციის სახელით მადლობა გადაუხადა მინისტრობის პერიოდში გაწეული სამუშაოსთვის და განაცხადა, რომ დარწმუნებულია მის გამარჯვებაში.

“ვამაყობ, რომ ვიყავი ამ გუნდის წევრი, რომელიც გასული პერიოდის განმავლობაში ერთგულად ემსახურა ქვეყანას და ასევე განაგრძობს. ჩვენ გადავიტანეთ ძალიან რთული პოლიტიკური კოჰაბიტაცია და რომ არა ერთიანობა, ასეთი შედეგები არ გვექნებოდა. გისურვებთ წარმატებას და ქვეყნის საბოლოო გამარჯვებამდე მიყვანას. მიგულეთ თქვენს გვერდით“, - მიმართა დავით ნარმანიამ მინისტრთა კაბინეტს. დავით ნარმანიამ მისი მინისტრობის პერიოდში გაწეული სამუშაოები შეაჯამა.