24 სექტემბერი, 2016
ორი კვირა გვაშორებს ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებს, ამ არჩევნებმა უნდა გასცეს პასუხიკითხვას „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყანაში მიღწეული ძალიან დიდი გარდატეხა იყო თუ არა მნიშვნელოვანი საქართველოს უახლეს ისტორიაში, არის თუ არა მნიშვნელოვანი, რომ დღეს გვაქვს ძალადობისგან თავისუფალი წინასაარჩევნო გარემო, ერთმანეთს აღარ ვერჩით, არ არის დევნა არც ერთი ადამიანის, ვისაც საწინააღმდეგო აზრი აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა გურჯაანში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„მოგესალმებით, გურჯაანელებო დიდი სიყვარულით. მიხარია, რომ ამდენ მხარდამჭერს ვხედავ“,- მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრაზე შეკრებილ მოსახლეობას.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ყველაფერი ეს ქართველმა ხალხმა დაიმსახურა, ეს არის ის, რაც მიღწეულია უდიდესი ძალისხმევის,გმირული ნაბიჯის შედეგად, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გადადგა
„ხუთი წლის წინ, ზუსტად შემოდგომაზე, ამ დროს, ქართველი ხალხის თავდადებამ მოიტანა ის შედეგი, რომ დღეს საქართველოში არის თვისობრივად განსხვავებული წინასაარჩევნო გარემო. ორი კვირა დარჩა არჩევნებამდე და მინდა, როგორც თქვენმა მეგობარმა გთხოვოთ, ყველა თქვენგანს, არ ავყვეთ ნერვებს. ძალიან უნდათ ჩვენი მდგომარეობიდან გამოყვანა, ძალიან უნდათ, რომ დაემსგავსოს წინასაარჩევნო პროცესი იმას, რაც იყო საქართველოში არაერთხელ, მათ შორის 2012- ში, მაგრამ ვერ მიაღწევენ ამას. ქართველი ხალხი დღეს სულ სხვანაირად უყურებს პოლიტიკას, ქართველი ხალხის გემოვნება, მოთხოვნები პოლიტიკოსების მიმართ არის შეცვლილი. დღეს ადამიანებს არ მოსწონთ, თუ ვინ ვინ დაჩაგრა, ვინ ვის უფრო მეტი შეურაცხყოფა მიაყენა, ხალხს სიმშვიდე სჭირდება, ხალხს სჭირდება ხვალინდელ დღეზე, შვილების, შვილიშვილების უკეთეს მომავალზე ფიქრი და ზრუნვა. ეს არის ყველაზე დიდი მონაპოვარი, რომელიც„ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა. ეს არის ძალიან დიდი დამსახურება ქართველი ხალხის და, რა თქმა უნდა, ხელისუფლების“,-აღნიშნაგიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, დიდი მონაპოვარია ისიც, ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის ჯანმრთელობის დაცვა, სოფლის მეურნეობა, რომელიც უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის, მიექცა ყველაზე დიდი ყურადღება .
„ყველაზე დიდი რესურსი დაიხარჯა იმაში, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს აღარ ქონდეთ საფიქრალი, ბინა გასაყიდი, დასაგირავებელი ,როცა მათ ოპერაციის გაკეთება ჭირდებათ. თავისუფლად შეიძლება, სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით წამოიწყო სასოფლო-სამეურნეო ბიზნესი და ოჯახი არჩინო. უამრავი პროგრამა არსებობს მცირემიწიან ფერმერთა დახმარებისთვის - გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტები, დანერგე მომავალი მრავალწლიანი კულტურების გასაშენებლად და ასე შემდეგ . ეს ძალიან დიდი მიღწევაა და ამაში დიდირესურსი დაიხარჯა. ჩვენი ბიუჯეტის თითქმის მესამედი იხარჯება მოქალაქეების ჯანდაცვაზე და სოციალურ მიმართულებებზე .
„ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ სითბო გვეჩვენებინა ჩვენი ხალხისთვის. ეს იყო ყველაზე დიდი მოთხოვნა 2012 წელს ახალი მთავრობის მხრიდან . რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიქნებით კმაყოფილი იმით, რაც ამ ოთხი წლის განმავლობაშია მიღწეული, ძალიან ბევრი რამ არისგასაკეთებელი, რომ ყველა ოჯახმა იგრძნოს ქვეყნის განვითარების პროცესი, კეთილდღეობა მივიდეს ყველა ოჯახში. სწორედ ამისთვისჩვენ გვაქვს სრულიად ახალი, ოთხ წელზე გათვლილი გეგმა, რომელის დასრულებისას მივიღებთ თვისობრივად განვითარებულიქვეყანას, ხარისხობრივად განსხვავებული განათლების სისტემით, განახლებული და განსხვავებული ევროპული ხარისხისინფრასტურქტურით და მმართველობითი სისტემით, რომელიც იქნება ადამიანზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული და, რომელიცკიდევ უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს, თუ რა გვჭირდება ჩვენ რეგიონებში“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, სწორედ ამ ყველაფრისთვის გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და არა მხოლოდ მშვიდობა,არამედ სიმშვიდე.
„არ შეიძლება,საზოგადოება მუდმივად იყოს დაპირისპირების რეჟიმში. ჩვენ ვადევნებდეთ თვალ-ყურს, რომელმა პოლიტიკოსმა რომელიდაჩაგრა.
ეს უნდა ჩაბარდეს წარსულს. ნელ-ნელა მიდის ეს უკვე წარსულისკენ, მაგრამ ერთეული ინციდენტები ხდება. დარწმუნებულივარ, რომ საქართველო მთლიანად გადაშლის თავისი ისტორიის ყველაზე უარყოფით გვერდს, რასაც ჰქვია სამოქალაქოდაპირისპირებები,
მისივე თქმით, მთავრობას სჭირდება ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა პარლამენტის მხრიდან და საკანონმდებლო ორგანაშიაუცილებელია ისეთი კვალიფიციური ადამიანების მოსვლა, როგორიც დავით სონღულაშვილია.
„მე უკვე დავითს ვიცნობ 20 თუ არა, 17 წელი ნამდვილად. ის იყო ყოველთვის და დღესაც არის გამორჩეული, ნიჭიერი ახალგაზრდაკაცი, რომელმაც განათლება მიიღო, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთის წამყვან უნივერსტეტებში. მას აქვს ძალიან კარგიგამოცდილება, მათ შორის კერძო სექტორშიც. დარწმუნებული, ვარ თავის გამოცდილებას და, რაც მთავარია, უამრავ პოზიტიურ, დადებით თვისებას მოახმარს თითოეული თქვენგანის ინტერესების საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაში“,-აღნიშნა გიორგიკვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ოთხი წლის თავზე თვისობრივად, ხარისხობრივადგანსხვავებულ ქვეყანას მივიღებთ.
„ჩვენ ვიცით, ეს როგორ გავაკეთოთ, ჩვენ ზუსტი, ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა გვაქვს ამისათვის. ინფრატსრუქტურული განვითარების გეგმაუკვე მზად არის. კიდევ ხუთი მილიარდი დოლარი დაიხარჯება დამატებით, გარდა იმისა, რაც დღეს იხარჯება ბიუჯეტით ქვეყნის სივრცითგანვითრებაზე, კეთილმოწყობაზე, სატრანზიტო გზების, ტურისტული გზების მშენებლობაზე, გურჯაანი, როგორც ისტორიულად ყველაზემნიშვნელოვანი კვანძი, სატრანზიტო ადგილი, დაიბრუნებს თავის ფუნქციას. ტრანზიტი არ იქნება მხოლოდ სარფიდან წითელი ხიდისკენდა სადახლოსკენ მიმავალი გზა, არამედ ეს იქნება აუცილებლად თბილისიდან კახეთის გავლით, აზერბაიჯანისკენ მიმავალი გზაც; ესიქნება აუცილებლად თბილისიდან ლარსის მიმართულებით თანამედროვე ავტობანის აშენება, ქუთაისის ჩრდილოეთ და სამხრეთსაქართველოსთან დამაკავშირებელი გზები; ანაკლიის პორტის პირველი ფაზა, რომელიც გააორმაგებს საქართველოს სატრანზიტოპოტენციალს; ეს იქნება აუცილებლად მოდერნიზებული რკინიგზა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით გადაიყვანს მგზავრებს დატვირთების გადაზიდვას მოახდენს; ეს იქნება მცირე საოჯახო სასტუმროების, თუ საშუალო სასტუმროების ქსელების განვითარება,რომელიც ქვეყანაში ტურიზმს სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს; ეს იქნება მშვიდობა, სტაბილურობა და სიმშვიდე ჩვენს გულებში,ჩვენს ოჯახებში, მეტი სიყვარული ადამიანებს შორის, გაერთიანება, ერთ მუშტად შეკრული ქვეყანა, გაერთიანებული, ძლიერისაქართველოს ნათელი მომავლისკენ მიმავალი, ადამიანის სიყვარულით აშენებული ქვეყანა. ამას გპირდებით ჩვენ უპირველეს ყოვლისა“,-განცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ერთმანეთის გვერდით დგომით, დადებითი ენერგიების გაერთიანებით მივაღწევთსაქართველოს უკეთეს ხვალინდელ დღეს.
„არც ერთი უსამართლოდ დაღვრილი ცრემლი აღარ იქნება საქართველოში. ჩვენ ისე მივაღწევთ ყველაფერს ამას, რომ ადამიანებისზურგზე არ გადავივლით, ღირსებას არ გავთელავთ, ქართველ კაცს შევუნარჩუნებთ იმ საუკეთესო თვისებებს, რომლებიც ჩვენ გვაქვსისტორიულად - ერთმანეთის გატანა, მეტი სიყვარული, მეტი სითბო. ამის პირობას გაძლევთ. ყველაზე მეტად შემზარავი ის არის, როცადაზაფრულ, ბავშვების დამწუხრებულ სახეებს ვუყურებთ. ამის გაგრძელების რესურსი ქვეყანას აღარ გააჩნია. დღეს უნდა გავერთიანდეთ.ჩვენი შვილები უნდა გავაცინოთ, უკეთესი ქვეყნის მომავლით ავავსოთ მათი გულები, მათი გონება. სწორედ ასე, ერთმანეთის გვერდითდგომით, დადებითი ენერგიებისს გაერთიანებით მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის უკეთეს ხვალინდელ დღეს სხვანაირად არ შეიძლება“,-
გურჯაანის მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
კახა კალაძე დაწრმუნებულია, რომ საზოგადოების ერთიანობითა და „ქართული ოცნების“ გამარჯვებით, ქვეყნის დემოკრატიული გზით განვითარება კიდევ უფრო სწრაფი ნაბიჯებით გაგრძელდება.