×

18 სექტემბერი, 2016

შეხვედრა ზუგდიდის მოსახლეობასთან

ჩვენ უნდა დავამკვიდროთ პოლიტიკაში ახალი თანამედროვე სტანდარტები; უნდა დავასრულოთ დაპირისპირება, შეურაცხყოფების მიყენება, გათითოკაცოებული საქართველო,-ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ზუგდიდში განაცხადა, სადაც ადგილობრივებს პარლამენტში ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია და ზუგდიდის 65- ოლქის, მეორე ზონის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი, თაზო ფაცაცია წარუდგინა.

კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდს აქვს იმის ძალა, შესაძლებლობა, რომ ერთმანეთის მიმართ იყოს უფრო მეტი სიყვარული, უფრო მეტი პატივისცემა. „მე მინდა მადლობა მოგახსენოთ იმ ბრძოლისთვის, იმ განვლილი გზისთვის, რაც ჩვენ, ყველამ ერთად, დავიწყეთ 2011 წელს, მაშინ, როდესაც ყველა ერთად დავირაზმეთ, გავერთიანდით ბატონი ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ, პარტია „ქართული ოცნების“ ირგვლივ და მოვდივართ. ძალიან ბევრი რთული ბარიერების გადალახვა მოგვიწია, მაგრამ ღირსეულად გამოვიარეთ ეს წლები. ჩვენ მოვახერხეთ მთავარი და მნიშვნელოვანი, წინა ხელისუფლება ჩავანაცვლეთ არჩევნების გზით, მშვიდობიანი გზით, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება“,-აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა.

კახა კალაძის თქმითვე, საზოგადოების ერთიანობით, არასდროს არ დაბრუნდება ის დრო, როდესაც ძალადობდნენ მოქალაქეებზე. „გაძლევთ პირობას, რომ ზუსტად ის გუნდი, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება“ ჰქვია, თითოეული თქვენთაგანის თანადგომით, მოვახერხებთ და გავაკეთებთ იმას, რომ საქართველოში არასდროს არ დაბრუნდება ის წლები, არასდროს არ დაბრუნდება ის დრო, როდესაც ძალადობდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე. ძალადობდნენ განსხვავებული აზრის გამო, ძალადობდნენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო. ჩვენ ქვეყანაში დავამკვიდრეთ ძალიან მაღალი სტანდარტები.

 

ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და მე მეამაყება ის, რომ დღეს თოთოეული ჩვენთაგანი არის თავისუფალი. განსხვავებული აზრის გამო, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ქვეყანაში არ იდევნებიან. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ განსხვავებულ აზრს“,-დასძინა მან.