30
აგვისტო,
2016
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში კნუტ ფლეკენშტაინს შეხვდა. პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და პოლიტიკური საბჭოს წევრები- სოფო კილაძე, ირინა ფრუიძე, თამარ ჩუგოშვილი.გარემო არის გაცილებით უკეთესი ვიდრე წლების წინ იყო“. - განაცხადა კნუტ ფლეკენშტაინმა. „ჩვენ შევთანხმდით დეტალებზე, როგორ უნდა ითანამშრომლოს არამარტო ევროპის სოციალ-დემოკრატიულმა სისტემამ და ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, არამედ ცალკეული ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სისტემაზე და სტრატეგიულ მიმართულებებზე შევთანხმდით. შევაფასეთ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა“. - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. შეხვედრის მონაწილეებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესი და მისი წარმატებით დასრულების იმედი გამოთქვეს. „ძალიან მიხარია, რომ ამ საკითხში ყველა პარტია ერთად დგას, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც, მე მას შევხვდი სტრასბურგში, მან გამოთქვა სურვილი რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ვიზალიბერალიზაციის პროცესი საქართველოსთვის. თქვენი ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას“. - განცხადა კნუტ ფლეკენშტაინმა.