×

26 აგვისტო, 2016

შეხვედრა ახალქალაქის მოსახლეობასთან 22.08.2016

ახალქალაქს პარლამენტში წარმომადგენელი პროპორციული პარტიული სიითაც ეყოლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ახალქალაქის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ენზელ მკოიანი წარადგინა
პრემიერმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მრავალეროვანი, მრვალკულტურული ქვეყანაა, რაც ქვეყნის სიმდიდრეა და მთავრობა თითოეული მოქალაქის ინტერესების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს
გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა განაცხადა, რომ 2011 წლის შემოდგომიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ, ქართველ ხალხთან ერთად, პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა - მოქალაქეები სახელმწიფო აპარატის წნეხისგან გათავისუფლდნენ, საქართველოში დღეს არის თვისობრივად განსხვავებული, გაცილებით