13 აპრილი, 2014
ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულის აღსანიშნავად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია, ოჯახთან ერთად, თაბორის მონასტერში მივიდა.
„ბზობა ერთ-ერთია იმ დღესასწაულებს შორის, რომელსაც ქრისტიანული სამყარო დიდი სიხარულით აღნიშნავს. მინდა, მოგილოცოთ ეს დღე, გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო და მოგიწოდოთ, გავუფრთხილდეთ ღვთის ყველაზე დიდ საჩუქარს - ჩვენ გარემოს, გავუფრთხილდეთ ბზას, რომელიც საქართველოში ამ დღესასწაულის უცვლელი შემადგენელია“, - განაცხადა მინისტრმა.
დავით ნარმანია თაბორის მონასტერში ქოთანში ჩარგული ბზით მივიდა. საქართველოს პატრიარქი, ხელისუფლება მოსახლეობას ამ ენდემური ჯიშის გადარჩენისკენ მოუწოდებენ.
დღესვე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი წმინდა სამების ტაძარში დაესწრო წირვას, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ჩაატარა.