×
×

12 ივლისი, 2014

განცხადება

ჩვენი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, მხარდამჭერებთან ერთად ცდილობენ საარჩვენო პროცესში არეულობის შეტანას, რაც მათი გარდაუვალი მარცხის გადაფარვას ისახავს მიზნად.

ამ მიზნით მათ წარმომადგენლებს რამდენიმე საარჩევნო უბანზე დავალებული აქვთ პროვოკაციების მოწყობა, მათ შორის ისეთ საარჩევნო ოლქებში, სადაც მათი კანდიდატი მეორე ტურში საერთოდ არ მონაწილეობს.

გვინდა ამ პროცესში ჩართული პირები გავაფრთხილოთ - ნუ შეასრულებენ  ხელმძღვანელების დანაშაულებრივ  მოწოდებებს და ნუ ჩაიდენენ საარჩევნო პროცესის ხელისშემშლელ რაიმე ტიპის კანონდარღვევას. თითოეული ასეთი შემთხვევის დაფიქსირებისას ჩვენ სათანადო ორგანოების მხრიდან მოვითხოვთ სწრაფ რეაგირებას და ყველა დამნაშავეს მკაცრად მოეთხოვება პასუხი.

მოვუწოდებთ მოქალაქეებს აქტიურობისა და  სიმშვიდისკენ.

გთხოვთ, მობრძანდეთ საარჩევნო უბნებზე და გააკეთოთ თქვენი არჩევანი.

 

გარწმუნებთ, ვერანაირი პროვოკაციული მცდელობა ვერ დაჩრდილავს ჩვენს დღევანდელ საბოლოო გამარჯვებას.