×

12 ივლისი, 2014

განცხადება

როგორც სხვდასახვა საარჩევნო უბნიდან გვატყობინებენ, საარჩევნო უბნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მიიღეს დავალება, დააფიქსირონ დარღვევების მაქსიმალურად დიდი რაოდენობა, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა ასეთ ფაქტებს ადგილი.

ამით „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს,  არარსებულ დარღვევებზე დაყრდნობით,  რაც შეიძლება მეტი საჩივარი შეიტანოს საარჩევნო ადმინისტრაციაში, ჩრდილი მიაყენოს საარჩევნო პროცესს და მოახდინოს მიმდინარე არჩევნების დისკრედიტაცია.

ვთხოვთ არჩევნებში მონაწილე დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მისიებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, გააქტიურდნენ, ზუსტად აღრიცხონ უბნებზე მომხდარი  ნებისმიერი სახის დარღვევა და მაქსიმალურად გამორიცხონ სიყალბის ტირაჟირების მცდელობა.

 

„ნაციონალურ მოძრაობას“ კი მოვუწოდებთ, შეეგუოს ბედს, რადგან დამარცხება გარდაუვალია და ნუ შეეცდება, მისთვის  ჩვეული პროვოკაციებითა და სიცრუით  მოიპოვოს პოლიტიკური დივიდენდები.